leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: მე-12 კლასელებს მინდა მივულოცო ბოლო ზარი, სკოლის დამთავრება და ვუსურვო ბედნიერი და წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

პრემიერმა მათ წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა, სკოლის მოსწავლეებს, მე-12 კლასელებს მივულოცო ბოლო ზარი, სკოლის დამთავრება და მინდა მათ ვუსურვო ბედნიერი და წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება. ძალიან დიდი წარმატებები მინდა ვუსურვო ყველას მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ