top_leaderboard
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: რით განსხვავდება ოსვენციმის დირექტორი რუდოლფ ჰიოსი, ან „ბუხენვალდის ალქაჯი“ ილზა კოხი ლაშა ჩხარტიშვილისა და ნატა ფერაძისაგან?! – ესენი არიან სადისტები და გან-კაცებული ცხოველები

„უბედურება იმაშია, რომ ამავდროულად, ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდების ნაწილისთვის „მიბაძვის ობიექტები“, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები და მომავალი ხელისუფლების ლიდერები“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ქართველიშვილი ამით გამოეხმაურა ლაშა ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ პოსტს, რომელიც ირანის პრეზიდენტის დაღუპვის ამბავს ეხება.

როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, ასეთი ადამიანები ფსიქიატრიული დაავადებებისა და ეშმაკეული შეპყრობილობის ჯოჯოხეთურ ნაზავს წარმოადგენენ.

„უბრალოდ ამიხსენით, რით განსხვავდება ოსვენციმის დირექტორი რუდოლფ ჰიოსი, ან „ბუხენვალდის ალქაჯი“ ილზა კოხი, როგორც „ყავისფერი“ ფაშისტები ამ „მწვანე“ ფაშისტებისაგან – ლაშა ჩხარტიშვილისა და ნატა ფერაძისაგან?! ცალკე თემაა, რომ ესენი წარმოადგენენ ფსიქიატრიული დაავადებებისა და ეშმაკეული შეპყრობილობის ჯოჯოხეთურ ნაზავს. რომ ესენი არიან შინაგანი ბუნებით სადისტები, სექსუალური მანიაკები და გან-კაცებული ცხოველები. უბედურება იმაშია, რომ ამავდროულად ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდების ნაწილისთვის “მიბაძვის ობიექტები”, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები და მომავალი ხელისუფლების ლიდერები…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ