left_sabechdi

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად ასოცირების შეთანხმების მოთხოვნები შესრულდება.

„მკაფიოდ განისაზღვრება აკრედიტაციის ცნება, აკრედიტაციის სისტემა, აკრედიტაციის ცენტრის როლი და უფლებამოსილებებისა და აკრედიტაციის სიმბოლოს სამართლებრივი გამოყენების შესაძლებლობა. სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა შესრულება და სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებთან შემდგომი ინტეგრაცია, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება“,- განაცხადა გენადი არველაძემ.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაჩნდება ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და შეამცირებს საქართველოს ბაზარზე კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტების ხელმისაწვდომობას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ასევე იხილეთ