left_sabechdi

სოზარ სუბარი: გარდა იმისა, რომ ეს ცვლილებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ეხება, რამდენად აუცილებელი და სავალდებულოა ამ ცვლილებების მიღება ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით?

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, პარლამენტში აგრარული კომიტეტის სხდომაზე, სადაც პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილება, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეს მიმართა კითხვით, რამდენად მნიშვნელოვანია კანონში შესატანი ცვლილებები ასოცირების დღის წესრიგის ან ევროკავშირში საქართველოს წევრობის სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით.

„ოპოზიცია დღევანდელ სხდომას არ ესწრება, არადა, სულ საუბრობენ ევროკავშირთან ინტეგრაციასა და საქართველოს ევროპულ გზაზე. გარდა იმისა, რომ ეს ცვლილებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხო ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრების უფლებას ეხება, რამდენად აუცილებელი და სავალდებულოა ამ ცვლილებების მიღება ასოცირების დღის წესრიგის ან ევროკავშირში წევრობის სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით? ევროკავშირთან უფრო მჭიდრო დაახლოება და საბოლოოდ გაწევრიანება თუ არის შესაძლებელი ამ ცვლილებების გარეშე?“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატის კითხვაზე გენადი არველაძემ უპასუხა, რომ ეს ცვლილებები სწორედ იმ საერთაშორისო ვალდებულებებს ეხება, რაც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო. „ეს ცვლილებები ასახავს იმ რეკომენდაციებს და იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების ფარგლებში აიღო. 2014 წლიდან დღემდე ვახორციელებთ სხვადასხვა ტექნიკურ რეგლამენტებს და საკანონმდებლო ცვლილებებს,“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.

ასევე იხილეთ