left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ამ ქვეყნის სუვერენიტეტი ამოსავალი წერტილია

„თუ არ იქნება ქართული პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი, ეს ქვეყანა ვერასდროს დაიცავს თავის ინტერესებს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ამ ქვეყნის სუვერენიტეტი ამოსავალი წერტილია. არ ექნება ამ ქვეყანას სუვერენიტეტი, არ იქნება ქართული პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი, იქნება გარე ჩარევების და მანიპულაციების გადასაწყვეტი, იცოდეთ, რომ საქართველო გახდება ის ობიექტი და არა სუბიექტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა თუ ევროკავშირთან დაკავშირებისა, რომელიც ვერასდროს დაიცავს თავის ინტერესებს. სულ ვიქნებით ვიღაცის ხელში გამოყენებადი ქვეყანა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ