გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური კოლაფსის პროპაგანდაზე: საქართველოს ქეისთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟური ტიპის ვითარება იყო შექმნილი
„მსოფლიოში არაერთი, ათეულობით თუ არა, ასეულობით მაგალითი შეიძლება იყოს მოყვანილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ინსპირირებულად, რამდენიმე მცირე ხნიანი კრიზისული, აჟიოტაჟური ვითარება შექმნა ბირჟაზე”, – ამის შესახებ “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ფიქრობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ასეთი აჟიოტაჟური ტიპის ვითარება იყო შექმნილი.
„მსოფლიოში არაერთი, ათეულობით თუ არა, ასეულობით მაგალითი შეიძლება იყოს მოყვანილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ინსპირირებულად, რამდენიმე მცირე ხნიანი კრიზისული, აჟიოტაჟური ვითარება შექმნა ბირჟაზე. საქართველოს ქეისთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი აჟიოტაჟური ტიპის ვითარება იყო შექმნილი, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი წინ არ უძღოდა აღნიშნულ აჟიოტაჟს, ვითარება, როგორც წესი, ბუნებრივად სწრაფად დარეგულირდა“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.