leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ისთვის ცნობილია

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

როგორც მწვრთნელმა განაცხადა, ნაკრების ლიდერი ლეგენდარული ლუკა მოდრიჩი იქნება, რომელიც, სავარაუდოდ, თავის ბოლო დიდ სანაკრებო ტურნირს ჩაატარებს.

ხორვატია ევრო 2024-მდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 3 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება, ხოლო 8 ივნისს – პორტუგალიას.

კონტინენტის პირველობაზე დალიჩის გუნდი B ჯგუფში იტალიასთან, ესპანეთსა და ალბანეთთან ერთად ითამაშებს.

ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი (ფენერბაჰჩე), ივიცა ივუსიჩი (პაფოსი), ნედილკო ლაბროვიჩი (რიეიკა).

მცველები: დომაგოი ვიდა (აეკი), იოსიპ იარანოვიჩი (უნიონ ბერლინი), იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), ბორნა სოსა (აიაქსი), იოსიპ სტანისიჩი (ლევერკუზენი), მარტინ ერლიჩი (სასუოლო), მარინ პონგრაჩიჩი (ლეჩე).

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალ მადრიდი), მატეო კოვაჩიჩი (მანჩესტერ სიტი), მარსელო ბროზოვიჩი (ალ-ნასრი), მარიო პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლასიჩი (ტორინო), ლოვრო მაიერი (ვოლფსბურგი), ლუკა ივანუშევიჩი (ფეიენოორდი), ლუკა სიჩიჩი (ზალცბურგი), მარტინ ბატურინა (დინამო ზაგრები).

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (ჰაიდუკი), ანდრე კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზაგრები), მარკო პიაცა (ჰაიდუკი), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა), მარკო პაშალიჩი (რიეიკა).

რეზერვები: ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი), დუჟე კალეტა-კარი (ლიონი), კრისტიან იაკიჩი (აუგსბურგი), დომინიკ კოტარსკი (პაოკი), ტონი ფრუკი (რიეიკა), მარინ ლუბიჩიჩი (ლასკი), იგორ მატანოვიჩი (კარსლრუე), ნიკო კრისტიან სიგური (ჰაიდუკი), პეტარ სუჩიჩი (დინამო ზაგრები).

ასევე იხილეთ