left_sabechdi

საფრანგეთის თავდაცვის საბჭო: ახალ კალედონიაში ჯარისკაცები განლაგდებიან საზოგადოებრივი შენობების დასაცავად

საფრანგეთის თავდაცვის საბჭოს სხდომამ, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თავმჯდომარეობდა, გადაწყვეტილება მიიღო, ახალ კალედონიაში გამოიყენოს დამატებითი რესურსები საზოგადოებრივი შენობების დასაცავად და შიდა უსაფრთხოების ძალები გარკვეული დროით ჩაანაცვლოს სამხედრო პერსონალით. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTVავრცელებს.

გარდა ამისა, მიღებულია ყველა ზომა იმისთვის, რომ ასრქიპელაგზე მყოფი ტურისტები დაბრუნდნენ სახლში.

ემანუელ მაკრონმა ახალ კალედონიაში წესრიგის აღდგენის მკაფიო პროგრესი აღნიშნა.

ახალ კალედონიაში [საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია] არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ფრანგ რეზიდენტებს, რომლებმაც 10 წელი იცხოვრეს ახალ კალედონიაში, ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ანიჭებს.

ახალ კალედონიაში არეულობისას ექვსი ადამიანი დაიღუპა: ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და ორი ჟანდარმი.

ასევე იხილეთ