left_sabechdi

ბლინკენი: ჩვენ უარვყოფთ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა

„ჩვენ უარვყოფთ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათლული.

„ჩვენ უარვყოფთ პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც მოაწყო ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ და დღემდე მძევლად ჰყავს აყვანილი ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები. უფრო მეტიც, აშშ-მა ნათლად აჩვენა მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე, რომ ჰააგის სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. ჰააგის სასამართლო შეიქმნა მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ, როგორც შეზღუდული იურისდიქციის სასამართლო.

თავად პროკურორი ისრაელში უნდა ჩასულიყო მომავალ კვირას, რათა განეხილა გამოძიების პროცესი და მოესმინა ისრაელის მთავრობისთვის. პროკურატურის თანამშრომლები ვიზიტის კოორდინაციის მიზნით, ისრაელში დღეს უნდა ჩასულიყვნენ. ისრაელს აცნობეს, რომ ისინი არ ასულან თვითმფრინავში და იმავე დროს, პროკურორმა ტელევიზიით განაცხადა ბრალდების შესახებ. ეს და სხვა გარემოებები ეჭვქვეშ აყენებს ამ გამოძიების ლეგიტიმურობასა და სანდოობას. ფუნდამენტურად, ეს გადაწყვეტილება არაფრით ეხმარება და შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობებს, რომლითაც მძევლები დაბრუნდებიან და რომლითაც ჰუმანიტარული დახმარება გაიზრდება, რომელი შეთანხმების მიღწევის მცდელობებსაც აგრძელებს აშშ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ასევე იხილეთ