left_sabechdi

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს სურს, უკრაინამ მოიგოს ომი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მათ სურთ, რომ უკრაინამ მოიგოს აგრესიული ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მის წინააღმდეგ.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს სურს უკრაინის გამარჯვება.

„ჩვენ ფუნდამენტურად გვსურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში და ეს ნათლად განვაცხადეთ, მათ შორის უსაფრთხოებისთვის მილიარდობით დოლარის დახმარების გაწევით.

ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, თუ ვინ გვინდა დავინახოთ ამ ომში გამარჯვებულად და ვინ გვინდა დავინახოთ დამარცხებულად, უკვე ორ წელზე მეტია საკმაოდ ნათელია“, – აღნიშნა მილერმა.

 

ასევე იხილეთ