აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს დიმიტრი გოჩილაიძე (81კგ) ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ არბუზოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ტაჯიკ მაჰმადბეკოვს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ტურნირზე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ნახევარფინალში სამხრეთ კორეელი ლი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.
მსოფლიო პირველობაზე ორი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.