left_sabechdi

რიში სუნაკმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავებაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა. რიში სუნაკმა განაცხადა, რომ პროკურორ კარიმ ხანის მოთხოვნა „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას, ან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს.

„რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით საბოლო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიღებულა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უსარგებლო იქნება. თავდაცვის კანონიერი უფლების მქონე დემოკრატიულ სახელმწიფოს და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის მორალური ეკვივალენტი არ არსებობს. ამ ორი განსხვავებული სუბიექტის გაიგივება არასწორია. ამით ბრძოლის ველზე, ან მძევლების გათავისუფლების კუთხით, არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა სუნაკმა.

ასევე იხილეთ