left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იძლევა დაკვეთას – არ წაიკითხოთ, ისე გააპროტესტეთ გამჭვირვალობის კანონი

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობას ეხმიანება. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას.

მისი განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთა იყო გაეპროტესტებინათ კანონის ისე, რომ შინაარსში არავინ შესულიყო, ასეთი უშინაარსო დამოკიდებულება კი პარტნიორობის წესებს სცდება.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავითავისოთ და ვაღიაროთ, რომ ვართ პარტნიორები და არა უფროს-უმცროსის პოზიციაში. ჩვენ ასეთი უფროსი გვყავდა- საბჭოთა რუსეთი, რომ არ გვინდოდა, იმიტომ აღარ გვყავს. ჩვენ არ ვეძებთ მეორე ბატონს, ვასალური დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ. პარტნიორობა დასავლური გაგებით არის ურთიერთპატივისცემა, თანასწორუფლებიანობა, ურთიერთგაგება და არა ის, რომ საქართველოში კანონს თუ მიიღებს პარლამენტი, კანონმდებელს დაასანქცირებენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დაკვეთას იძლევა- არ წაიკითხოთ, ისე გააპროტესტეთ. ამ კანონის მიმართ არის მკვეთრი განცხადებები, პრაქტიკულად რევოლუციის ხელშეწყობაა განცხადებებით, შავი ფულით და ა.შ, მაგრამ შინაარსში არავინ არ შემოდის. სწორედ ეს იყო დაკვეთა, საზოგადოებას უთხრეს არ წაიკითხოთ ისე გააპროტესტეთ. დაარქვეს რუსული, არავითარი რუსული კანონში არ არის, კიდევ ვამბობ რუსეთუმეობა და ანტიდასავლურობა ქვეყანაში, ეს არის მოგონილი. ამ კანონზე რომ იფიქრეს, რა შეიძლებოდა ყველაზე მძიმე იარლიყი მისთვის ჩამოეკიდებინათ, ეს იყო რუსული და ამას რომ ვერ დაასაბუთებდნენ, სწორედ ამიტომ იყო გვერდზე განმარტება მითითებული – არ წაიკითხოთ დაარქვით რუსული, შინაარსში არ შეხვიდეთ. ასეთი უშინაარსო დამოკიდებულება პარტნიორობის წესში არ არის მიღებული. არავის უკითხავს დასავლეთის მხრიდან რატომ თვლით რომ ეს პროცესი გაუმჭვირვალე არის ?“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ