ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. გრიგალაშვილმა აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.
ქართველი ძიუდოისტის ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია.