top_leaderboard
left_sabechdi

ნინო ფოჩხუა: დღეს ქვეყანა ეკონომიურად წინ მიდის, ნელ-ნელა საქართველო დამოუკიდებლობის რელსებზე დგება და ისეთი ხელისუფლებაა სათავეში, დარწმუნებული ვარ ბოლომდე გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს

„მას შემდეგ, რაც გავხდით დამოუკიდებლები სულ მიკვირდა ამ პატარა ქვეყნის ფეხზე დადგომას რა უნდოდა, ხან რას ვაბრალებდი, ხან რას, დღეს დავრწმუნდი, რომ მიზანმიმართულად ძირავენ ამ ჩვენს ქვეყანას, არ აწყობთ ვითომ ჩვენს “მეგობრებს” საქართველო წელში გამართული იყოს, მაშინ ხომ ვერ გვაბურთავებს რუსეთის წინააღმდეგ?” – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ვენეციის კომისიის 2024 წლის 21 მაისის დასკვნას საქართველოს კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ფოჩხუას თქმით, დღეს ქვეყანა ეკონომიურად წინ მიდის, ნელ-ნელა საქართველო დამოუკიდებლობის რელსებზე დგება და ისეთი ხელისუფლებაა სათავეში,რომელიც ბოლომდე გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს.

„მას შემდეგ, რაც გავხდით დამოუკიდებლები სულ მიკვირდა ამ პატარა ქვეყნის ფეხზე დადგომას რა უნდოდა, ხან რას ვაბრალებდი, ხან რას, დღეს დავრწმუნდი, რომ მიზანმიმართულად ძირავენ ამ ჩვენს ქვეყანას, არ აწყობთ ვითომ ჩვენს “მეგობრებს” საქართველო წელში გამართული იყოს, მაშინ ხომ ვერ გვაბურთავებს რუსეთის წინააღმდეგ? აქ ნიადაგიც რომ ნოყიერი აქვთ, მე შენ გეტყვი და ძნელი მოსაძებნი არიან სააკაშვილები, ზურაბიშვილები, ლომჯარიები და გიგაურები, რომლებიც 30 ვერცხლად მშობელს გაყიდიან. დღეს ქვეყანა ეკონომიურად წინ მიდის, აგერ გუშინ ბაქო-თბილის-ყარსი ამუშავდა და გაგიჟდნენ, ნელ-ნელა საქართველო დამოუკიდებლობის რელსებზე დგება და ვინ გაგვახარებს, მაგრამ არა უშავს, დღეს ისეთი ხელისუფლებაა სათავეში, დარწმუნებული ვარ ბოლომდე გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს“, – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ