leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ეს სტრუქტურა არაა პოლიტიკური პარტია, რომ ატირაჟიროს პოლიტიკური, თანაც დამახინჯებული გზავნილები

“გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე თავის დასკვნაში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა არა დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტები, არამედ გამრუდებული პოლიტიკური ნარატივები”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვენეციის კომისიის 2024 წლის 21 მაისის დასკვნას საქართველოს კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ეს სტრუქტურა {ვენეციის კომისია} არაა პოლიტიკური პარტია, რომ ატირაჟიროს პოლიტიკური, თანაც დამახინჯებული გზავნილები.

„გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე თავის დასკვნაში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა არა დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტები, არამედ გამრუდებული პოლიტიკური ნარატივები.

კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ეს სტრუქტურა არაა პოლიტიკური პარტია, რომ ატირაჟიროს პოლიტიკური, თანაც დამახინჯებული გზავნილები.

სამწუხაროა, რომ სუვერენულ საქართველოზე ქართული კანონის დამუნათების ფერხულში ვენეციის კომისიისგანაც შევიტყვეთ ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებით მსჯელობა, რაც, ჩემი აზრით, განგებ არის და არა უნებლიეთ. ფაქტების უკიდურესი დამახინჯება პროფესიონალური შეფასება ვერ იქნება.

დასანანია, რომ დეპოლარიზაციის მომხრე დასავლეთის კიდევ ერთი საკონსულტაციო სტრუქტურიდან ჩანს ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის წახალისების აშკარა ნიშნები.

თუმცა, ამ შემთხვევაშიც თვალსაჩინოა, რომ ჯეროვნად არ იცნობენ ქართული საზოგადოების უმრავლესობის განწყობებს“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ