top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები

„პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია უფრო მეტია, ვიდრე სამართლებრივი. ასევე არის მთელი რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები, ამას უზუსტობასაც ვერ დავარქმევთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, აქედან ჩანს, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური პოზიციის ნაწილი.

„ამ დასკვნის კიდევ უფრო ღრმა შესწავლა გრძელდება და შევხედავთ, კიდევ რა შეიძლება, სამართლებრივად ღირებული იყოს და ამის შემდეგ იქნება უფრო კონკრეტული საუბარი დასკვნის სამართლებრივ მხარეზე. ფასეულია თუ არა, კიდევ დრო სჭირდება, რომ საბოლოოდ იყოს ყველაფერი კარგად გაანალიზებული, მაგრამ პირველადი გაცნობა ამ სურათს ხატავს, რაზეც მოგახსენეთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქართულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ემსახურება.

„არაფერი შეცვლილა, ორი თვის განმავლობაში გვესმის, კანონი რუსულია და გაიწვიეთ, ეს პოლიტიკური განცხადებაა. სხვა არანაირი კონკრეტული სამართლებრივი შეფასება არ გვინახავს. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ეს არის ქართული კანონი, ემსახურება გამჭვირვალობას და ქვეყნის სუვერენიტეტს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასება დღეს გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ