The Times: „ნიუკასლმა“ „ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 41 მილიონი ევრო შესთავაზა, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია
გიორგი მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა „ნიუკასლს“ შეუერთდეს. გამოცემა TIMES-ის ცნობით, პრემიერლიგის გუნდის ხელმძღვანელებმა „ვალენსიას“ 23 წლის ქართველი მეკარის სანაცვლოდ 41 მილიონი ევრო შესთავაზეს და მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 36 მატჩიდან მამარდაშვილმა საკუთარ კარში ბურთი 13-ჯერ არ გაუშვა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ქართველი მეკარე და მისი თანაგუნდელები სეზონს სტუმრად „სელტასთან“ შეხვედრით დაასრულებენ.