leaderboard_below_slide
left_sabechdi

French Football Weekly: „ნაპოლი“ კვარაცხელიას პსჟ-ში გაშვებას არ აპირებს

კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენში“ მის შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებენ, თუმცა „ნაპოლი“ ტრანსფერში 100-120 მილიონ ევროს ითხოვს და რეალურად, ქართველი ვარსკვლავის დათმობას არ აპირებს – ამის შესახებ წერილს French Football Weekly აქვეყნებს.

პსჟ ეპოქის შესაცვლელად ემზადება. პარიზში გატარებული შვიდი წლის შემდეგ კილიან მბაპე ივნისში კლუბს დატოვებს და მადრიდის „რეალს“ შეუერთდება. ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წასვლის შემდეგ პსჟ-ის ხელმძღვანელობა მომავალი გუნდის ასაშენებლად ყველა ღონეს ხმარობს.

ლუის კამპოსისა და მისი გუნდისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაა. თუმცა, „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავის ტრანსფერისთვის 100-დან 120 მილიონი ევროა საჭირო, რაც პარიზელებისთვის რთული ამოცანა იქნება.

ნაპოლი“ 23 წლის ქართველთან განშორებას არ აპირებს. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა 2022 წლის ივლისში ბათუმის „დინამოდან“ დამატებულ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.

მიუხედავად არაერთი სატრანსფერო ჭორისა, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა ამჟამად არ განიხილება, ის ნეაპოლელთა მნიშვნელოვანი ლიდერია. ამის გათვალისწინებით დე ლაურენტისს დღეს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – თვითნაბად ტალანტთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი წლიურად ერთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს. „ნაპოლი“ ახალი კონტრაქტით მას დაახლოებით ექვს მილიონ ევროს სთავაზობს და გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევროს მითითებას აპირებს“, – ამტკიცებს გამოცემა.

ასევე იხილეთ