„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების თეზის, ფემას, ოკამის და ჩანგილარის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების თეზის, ფემას, ოკამის და ჩანგილარის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
შეხვედრებზე, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით განსახორციელებელი პროექტებზე გადაწყვეტილებები მიიღეს.
პროგრამის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 16 თებერვალს სრულდება.