top_leaderboard

კახა კალაძე: ყველა ქვეყანაში, რომელიც იცავს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კანონპროექტი იქნება მიღებული

„ყველა ქვეყანაში, რომელიც იცავს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კანონპროექტი იქნება მიღებული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, თურქეთი უცხოეთის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას განიხილავს.

„თურქეთი არის NATO-ს წევრი ქვეყანა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცით. კანონპროექტს, რომელზეც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ისინი დააინიციირებენ და იქნება მიღებული. ყველა ქვეყანაში, რომელიც იცავს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კანონპროექტი იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ