top_leaderboard

კადიროვმა თავისი შვილი ჩეჩნეთის სპორტის მინისტრად დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, თავისი შვილი ახმატი ჩეჩნეთის სპორტის და ფიზიკური კულტურის მინისტრად დანიშნა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

როგორც რუსი ექსპერტები წერენ, რამზან კადიროვი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, შვილს ჩეჩნეთის ლიდერის პოზიციაზე ამზადებს, თუმცა უცნობია გამოუვა თუ არა ეს რამზან კადიროვს, რადგანაც ამ პოზიციის დაკავების სხვა მსურველებიც არსებობენ.

მანამდე ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ახალგაზრდულ საკითხთა მინისტრი იყო. ასევე ის ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდოს, კადიროვის ორდენის კავალერია.

ასევე იხილეთ