top_leaderboard

ნინო წილოსანი: ვენეციის კომისია, რომელიც გვეუბნება, რომ თურმე არასამთავრობოს გამჭვირვალობა არ უნდა მოვთხოვოთ, პირდაპირ წინააღმდეგობაშია წინა, სხვა ევროპული ინსტიტუციების გადაწყვეტილებებთან და ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს

ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონის თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებენ.​ პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ემსახურება პოლიტიკური დაძაბულობის უფრო მეტ ხარისხში გადაყვანას.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ნაკლებად მოიცავს იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომელზე დაყრდნობითაც მზად ვიყავით სამართლებრივ დისკუსიაში შევსულიყავით და კანონი კიდევ უფრო უკეთესი გაგვეხადა. სამწუხაროდ მივიღეთ ის, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დირექტივა, რომ კანონი გაუქმდეს, კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში არის რიგი უზუსტობებისა. რომ, აქციის დროს გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული და თითქოს აქცია იყო მშვიდობიანი. ვენეციის კომისია, რომელიც გვეუბნება, რომ თურმე არასამთავრობოს გამჭვირვალობა არ უნდა მოვთხოვოთ, პირდაპირ წინააღმდეგობაშია წინა, სხვა ევროპული ინსტიტუციების გადაწყვეტილებებთან და ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ