top_leaderboard

ნინო წილოსანი სალომე ქურასბედიანის მიმართ შეტევაზე: შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ქალების უფლებების დამცველები

“ამ შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ადამიანი უფლებების დამცველები, ქალების უფლებების დამცველები და იმასაც არ ერიდებიან, რომ ყველაზე უღირსი ფორმებით შეურაცხყონ სალომე ქურასბედიანი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრზე სალომე ქურასბედიანზე შეტევის შესახებ განაცხადა.

“მთელი ამ დროის მანძილზე ნათლად გამოჩნდა, მათი ღირებულებითი ღერძი სად გადის. მიდის შეტევები მისი გარეგნობის, მისი ასაკის, სხვადასხვა მახასიათებლის გამო და ამ შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველები, ქალების უფლებების დამცველები და იმასაც არ ერიდებიან, რომ ყველაზე უღირსი ფორმებით შეურაცხყონ სალომე ქურასბედიანი, რომელიც ნამდვილად პროფესიონალია თავისი მიმართულებით. ვერანაირი შინაარსიანი და სამართლებრივი შენიშვნები ვერ დააფიქსირეს, ამიტომ გადავიდნენ პერსონალურ შეტევებზე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ