top_leaderboard

ანრი ოხანაშვილი „უცხოური აგენტების“ კანონზე: ჩვენ არ ვერევით კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობაში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, რომლებიც უფრო მძიმე რეგულაციებით გამოირჩევიან

„ჩვენ არ ვერევით კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობაში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, რომლებიც უფრო მძიმე რეგულაციებით გამოირჩევიან და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებენ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური აგენტების“ კანონზე მსჯელობისას განუცხადა.

„ყველა ქვეყანა თავისი ქვეყნის კონტექსტისა და შინაარსობრივი დატვირთვის თვალსაზრისით წყვეტს ამ საკითხს. ჩვენ არ ვერევით კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობაში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, რომლებიც უფრო მძიმე რეგულაციებით გამოირჩევიან და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებენ. ჩვენ ამაში არ შევდივართ. ეს ყველაფერი, საზღვარგარეთის მიდგომები იმაზე მეტყველებს, რომ აქტუალური და უმნიშვნელოვანესია საკითხი, რომ იცოდეს კონკრეტული ქვეყნების საზოგადოებამ, კონკრეტული ორგანიზაციები როგორ მუშაობენ – რა ხარჯებით, შემოსავლებითა და რაში იხარჯება თანხები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ