top_leaderboard

ანრი ოხანაშვილი: გულდასაწყვეტი და სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი

„გულდასაწყვეტი და სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი”, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის სამართლებრივი, თანმიმდევრული ლოგიკური ანალიზის ნაცვლად, ვენეციის კომისიამ დაიწყო ქუჩის აქციების შეფასება.

„გულდასაწყვეტი და სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი. ვენეციის კომისიამ დაწერა ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მართლმსაჯულების 2020 წლის გადაწყვეტილებას. ვენეციის კომისია ამბობს, რომ თურმე გამჭვირვალობა არის ცუდი და არადემოკრატიული. საკითხი შეეხება არა სამართლებრივ, თანმიმდევრულ ლოგიკურ ანალიზს, არამედ ვენეციის კომისიამ დაიწყო ქუჩის აქციების შეფასება. აქაც მიკერძოებულად და ცალმხრივად ამბობს, რომ თურმე კონკრეტული აქციები იყო მშვიდობიანი და არ იმჩნევს და არსად ახსენებს იმას, რომ თურმე მიმდინარეობდა შტურმი პარლამენტის შენობაზე, ძალადობა პოლიციაზე. თუ ახალი სტანდარტი აქვს ვენეციის კომისიას, რომ სამართლებრივი ანალიზის ნაცვლად ქუჩის აქციების კომისიაა, მაშინ აქაც უნდა იყოს ობიექტური და თანმიმდევრული“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ