top_leaderboard

ანრი ოხანაშვილი: მზად ვართ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კონსტიტუციურ პროექტზე ვენეციის კომისიას ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებები გავუზიაროთ

„ვენეციის კომისიამ მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ პროექტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ, მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიას აინტერესებს, რატომ დააინიცირეს, რა არგუმენტებია, რომ დარეგულირდეს საკითხი, რომელიც აკრძალავს ლგბტ პროპაგანდას და უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესების დაცვას.

„ვენეციის კომისიამ მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ პროექტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიას აინტერესებს რატომ დავაინიცირეთ, რა არგუმენტებია, რომ დარეგულირდეს საკითხი, რომელიც აკრძალავს ლგბტ პროპაგანდას და უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესების დაცვას. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე გავუზიაროთ ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებებიც და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ