top_leaderboard

გია აბაშიძე: ალბათ, არცერთი დემოკრატიული ქვეყნის რადიკალური პარტიების ქალ აქტივისტებშიც კი არაა ქალთმოძულეობის ის მასშტაბი, რაც კოლექტიურ “ნაცმოძრაობაშია”

„არცერთი დემოკრატიული ქვეყნის რადიკალური პარტიების ქალ აქტივისტებშიც კი არაა ქალთმოძულეობის (მიზოგინია) ის მასშტაბი, რაც კოლექტიურ “ნაცმოძრაობაშია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსის თქმით, ორკესტრირებული ვითომ შეტევა “ქართული ოცნების” დეპუტატზე, პროფესიონალ და მედგარ სალომე ქურასბედიანზე ამის კიდევ ერთი დასტურია.

„ნაცსექტის ტოქსიკური არარაობები მუდმივად ამტკიცებენ თუ რა მძულვარება მძვინვარებს მათში ოპონენტების მიმართ და რა ფაშისტები და არა პროგრესულები არიან.

ალბათ, არცერთი დემოკრატიული ქვეყნის რადიკალურ პარტიების ქალ აქტივისტებშიც კი არაა ქალთმოძულეობის (მიზოგინია) ის მასშტაბი, რაც კოლექტიურ “ნაცმოძრაობაშია”. ეს ფსევდოადამიანები საჯარო სივრცეში კი არ უნდა იმყოფებოდნენ, არამედ ვოლიერებში ზოოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ.

ნაცგობლინების ორკესტრირებული ვითომ შეტევა “ქართული ოცნების” დეპუტატზე, პროფესიონალ და მედგარ სალომე ქურასბედიანზე ამის კიდევ ერთი დასტურია“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ