top_leaderboard

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ახლა შესაფერისი დრო არ არის პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვის

French Foreign Minister Stephane Sejourne speaks during a press conference at the Pine Palace, which is the residence of the French ambassador, in Beirut, Lebanon, Sunday, April 28, 2024. (AP Photo/Hassan Ammar)

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობის პოზიცია ნათელია, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება საფრანგეთისთვის ტაბუ არ არის.

„საფრანგეთი არ მიიჩნევს, რომ შექმნილია პირობები იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილებამ რეალური გავლენა იქონიოს ამ პროცესზე. ამის გათვალისწინებით, [ეს გადაწყვეტილება] უნდა დადგეს შესაფერის დროს“, – აღნიშნა სტეფან სეჟურნემ.

ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.

ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება სამივე ქვეყანაში 28 მაისამდე მიიღება.

ისრაელმა ეს ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასა და სამივე ქვეყნიდან ელჩები გაიწვია.

ასევე იხილეთ