top_leaderboard

თეთრი სახლი: პალესტინის სახელმწიფოს იდეა უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს იდეა მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა განუცხადა.

„პრეზიდენტი ორი სახელმწიფოს პრინციპის ძლიერი მხარდამჭერია. მისი აზრით, პალესტინის სახელმწიფოს იდეა უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა.

ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.

ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება სამივე ქვეყანაში 28 მაისამდე მიიღება.

ისრაელმა ეს ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასა და სამივე ქვეყნიდან ელჩები გაიწვია.

ასევე იხილეთ