top_leaderboard

ანრი ოხანაშვილი: კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას

„კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე და რთული გამოწვევები.

„კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას. რაც მთავარია, ყველამ გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე და რთული გამოწვევები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიანი ოკუპაციის პირობებში და იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც ჩვენს გარშემო ხდება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ