top_leaderboard

პრემიერი: ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს არასოდეს გამხდარა მათი საქმიანობის შეფერხების მიზეზი

„ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს ყველაფერი არასოდეს გამხდარა მათი საქმიანობის შეფერხების მიზეზი.
მისივე განცხადებით, თუ გამჭვირვალობა აქამდე დაბრკოლებას არ უქმნიდა პოლიტიკურ პარტიებს, გაუგებარია, რატო შეუქმნის დაბრკოლებას NGO-ებს.

„ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი, რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და არასოდეს ეს არ გამხდარა არც პარტიების საქმიანობის შეფერხების მიზეზი, არც მითუმეტეს მათი დახურვის მიზეზი და ა.შ. ანუ ასეთი ტიპის აბსურდულ საკითხებზე გვიწევს მსჯელობა. დღემდე, წლების განმავლობაში, პარტიები აქვეყნებენ მთლიანად, ბევრად უფრო დეტალურად, ვიდრე მოეთხოვებათ არასამთავრბო ორგანიზაციებს საკუთარ შემოსავლებს და გასავლებს და პარტიების საქმიანობის შეფერხების თემა არასოდეს დამდგარა დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო გამჭვირვალეა პარტიების საქმიანობა, ვიდრე ამას ითვალისწინებს ახალი კანონი. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფერმა, გამჭვირვალობამ, შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას ორგანიზაციის საქმიანობას. პარტიებს თუ არ უქმნიდა აქამდე, NGO-ებს რატომ შეუქმნის,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ