leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია, მოუწიათ უკან დახევა, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა ვეღარ მოხერხდა

„გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია დონორების, მათ შორის USIAD-ისა და NDI-ის თაობაზე, მაშინვე მოუწიათ უკან დახევა და საბოლოო ჯამში პარალელური დათვლის მთავარი დანიშნულება რაც იყო, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ეს ვეღარ მოხერხდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე როცა აქცენტი არ კეთდებოდა, ამ პირობებში თავისუფლად გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები.

„იმ პირობებში, როცა არათუ გამჭვირვალე არ იყო, არამედ აქცენტიც კი არ კეთდებოდა გამჭვირვალობაზე, მოხდა რა – USIAD აფინანსებდა პარალელური დათვლის პროცესს და კონკრეტულად NDI-ის მიერ დაფინანსებული თანამშრომელი ითვლიდა პარალელურად საარჩევნო შედეგებს. NDI და USIAD იყო პირდაპირ ჩართული. იმ პირობებში, როდესაც არც გამჭვირვალე იყო ეს დაფინანსება, არც არავინ აკეთებდა აქცენტს გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, ძალიან მარტივად გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, შესაბამისად, გაუმჭვირვალობამ შექმნა ცდუნება, რომ ასეთი რამ გაკეთებულიყო. გაუმჭვირვალობამ შეასრულა სწორედ ეს როლი, რომ დაზღვევა ვერ მოხდა. მას შემდეგ რაც, ჩვენ გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია, ანუ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია დონორებთან დაკავშირებით, ამან ნახეთ, რამხელა შედეგი გამოიღო – საბოლოო ჯამში ეს გაყალბება იყო განკუთვნილი, რათა ჩატარებულიყო რიგგარეშე არჩევნები და სწორედ გამჭვირვალობით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით, მოვახერხეთ ის, რომ პარალელური დათვლის გაყალბება ვეღარ გახდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გამჭვირვალობამ ძალიან დიდი, საკვანძო როლი შეასრულა, რომ გაყალბებული პარალელური დათვლის წყალობით მათ ვერ მოახერხეს რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა ქვეყანაში.

„პარალელური დათვლა სწორედ რომ საჩვენო არგუმენტია ანუ გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია დონორების თაობაზე, მათ შორის USIAD-ისა და NDI-ის თაობაზე, მაშინვე მოუწიათ უკან დახევა. საბოლოო ჯამში პარალელური დათვლის მთავარი დანიშნულება რაც იყო, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ეს ვეღარ მოხერხდა. გამჭვირვალობამ იქაც თავისი ძალიან სერიოზული როლი შეასრულა. თუ მომავალში წინდაწინ იქნება გამჭვირვალე ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდანვე იქნება დაზღვეული ასეთი არასწორი პრაქტიკა როგორიც არის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რევოლუციის მოწყობის მცდელობა და ა.შ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ