top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი: ყველა დიპლომატიური და პარტნიორობის ენა ამოწურეს და პირდაპირ ხელის გადაგრეხის პროცესი მიმდინარეობს, არ უნდათ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე იყოს გამჭვირვალე

„ყველა დიპლომატიური ენა ამოწურეს, პარტნიორობის ენაც და პირდაპირ ხელის გადაგრეხის პროცესი მიმდინარეობს, არ უნდათ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე იყოს გამჭვირვალე”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„რატომ არის ასეთი ზეწოლა, რატომ არ უნდათ, რომ გამჟღავნდეს, იყოს გამჭვირვალე არასამთავრობოების დაფინანსება უცხოური ძალებისგან? ყველა დიპლომატიური ენა ამოწურეს, პარტნიორობის ენაც და პირდაპირ ხელის გადაგრეხის პროცესი მიმდინარეობს, არ უნდათ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე იყოს გამჭვირვალე. ამის გამო შეუძლიათ სხვადასხვა შანტაჟს მიმართონ. როგორ შეიძლება განიხილო ის საქციელი, რაც გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა?! სტუმარ-მასპინძლობა არ გვეშლება, ჩამობრძანდნენ, დიდი სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ წესებია და პროტოკოლია. ჩამოვიდნენ და იმ სახელმწიფოში, სადაც მათი პარტნიორია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული და ოპოზიციის მიტინგზე ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ეს ხომ მათი პოზიცია არ არის. სახელმწიფოს წარმოადგენ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გქვია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ