top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ამ სიძლიერით, ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით გაცხადებულიც გვაქვს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ არა ამ მნიშვნელოვანი ღირსებების დათმობით

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ამ სიძლიერით, ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით რა თქმა უნდა სურვილსაც გამოვთქვამთ და გაცხადებულიც გვაქვს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ არა ამ მნიშვნელოვანი ღირსებების დათმობით”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, მიიყვანს თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე.

„ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს რომელიმე კავშირის წევრობა, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ამ სიძლიერით, ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით რა თქმა უნდა სურვილსაც გამოვთქვამთ და გაცხადებულიც გვაქვს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ არა ამ მნიშვნელოვანი ღირსებების დათმობით. ჩვენ ევროკავშირის გზაზე მივდივართ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს გარშემო პარტნიორებმა დაიწყეს დაფასება ჩვენი პრინციპული პოზიციების გამო. რაღაცები იცვლება. ჩვენი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ყველა მიმართულებით შეგვიძლია სხვადასხვა სახის შესაძლებლობა განვიხილოთ. ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ევროკავშირზე“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

 

ასევე იხილეთ