top_leaderboard

ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობის კანონზე: ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, მაიდანი, მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გვინდა – ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი

„ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას უნდა გამჭვირვალობა, ხოლო ოპონენტებს – არა და კანონის შესახებ დისკუსიის ხელოვნურად დახურვის ერთადერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის.

„ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ვენეციის კომისიის დასკვნაში. საბოლოო ჯამში, არგუმენტი რომ არ ჰქონდათ და ვენეციის კომისიას ვერაფერი დააწერინეს, ბოლოს დააწერინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო, ანუ ასეთ აბსურდში შევიდა ვენეციის კომისია. მთავარი დასკვნა რაც დაწერა, ანუ რატომაც მოითხოვა კანონმდებლობის არმიღება, არის ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო. აქ გამოჩნდა სინამდვილეში, თუ რა არის დისკუსიის დახურვის მიზეზი – ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი და ეს თევზი რაში გამოიხატა უკრაინის მაგალითზე, ძალიან კარგად ვნახეთ. ჩვენ არ გვინდა, დავტოვოთ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს „ქართულმა მაიდანმა“ ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის „უკრაინიზაცია“. ამაზე ვერ ვთანხმდებით. ვიღაცეებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, ჩვენ არ გვინდა, ვიღაცეებს უნდათ აქ „მაიდანი“, ჩვენ არ გვინდა მაიდანი. ვიღაცეებს უნდათ მეორე ფრონტი, ჩვენ არ გვინდა მეორე ფრონტი. ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი. ამიტომ არ არის აქ სივრცე დისკუსიისთვის, მთავარი საკითხია შეუთანხმებლობის საგანი. ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვენეციის კომისიას პირდაპირ ათქმევინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო. აქ დეტალებზე კი არ არის საუბარი, რომ ეს ასე დაგეწერათ და ა.შ. მთავარ თემაზეა საუბარი – მათი პოზიციაა, რომ გამჭვირვალობა არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში, იმისათვის რომ ვიღაცამ მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს და ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყნის ინტერესებს, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ წყალი არ აიმღვრეს ამ ქვეყანაში, ანუ არ მოხდეს ამ ქვეყნის „უკრაინიზაცია“ და NGO-ების გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, გვაქვს უმარტივესი არგუმენტი და ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ გამჭვირვალობა არის კარგი. მეორე მხარეს კი არის „არგუმენტი“, თეზისი, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვენეციის კომისიამ უარი თქვა პროფესიულ ღირსებაზე. როცა კანონში საუბარია იმაზე, რომ გამჭვირვალობისთვის მიიღება დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გამჭვირვალობას თავისთავად არ აქვს კონკრეტული მიზნები და რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი რაც არაერთხელ ითქვა, არის სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ