top_leaderboard

ზაალ ანჯაფარიძე: ვენეციის კომისიამ ერთ დამატებით ჭანჭიკად გამოაყენებინა თავი საქართველოს ხელისუფლებაზე ტოტალური შეტევის ავტორებს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, პრემიერის შეფასებას, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი და დოკუმენტი აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებითაა სავსე, ნებისმიერი ოდნავ დაკვირვებული ადამიანი დაეთანხმება.

“ნამდვილად ასეა, ნებისმიერი ოდნავ დაკვირვებული ადამიანიც კი, ვინც კომისიის დასკვნას გაეცნობა, იგივეს იფიქრებს. ვენეციის კომისიამ ერთ დამატებით ჭანჭიკად გამოაყენებინა თავი საქართველოს ხელისუფლებაზე ამ ტოტალური შეტევის ავტორებს.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ