top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიცია ჩამოყალიბდა ხელმოცარულ ადამიანთა გაერთიანებად

„საქართველოში ოპოზიცია ჩამოყალიბდა ხელმოცარულ ადამიანთა გაერთიანებად. ვერ გამახსენებთ ერთ ფაქტს მაინც, რომ რაღაცა თქვეს და შეასრულეს, თუნდაც აქციების დროს, ვერ ადიოდნენ ტრიბუნაზე იშვიათი გამონაკლისების გარდა, რადგან ეშინოდათ, რომ ხალხი მათ მხარს არ დაუჭერდა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი სიით გამოვიდეს.

„ძალიან გაუჭირდებათ [ერთიანი სიით გამოსვლა] უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაქსაქსული ადამიანების გაერთიანება. მათ თითქოს ერთი მიზანი აქვთ – ხელიუფლების შეცვლა, მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება, ისინი ამას ვერ ახერხებენ ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე – ერთია მიზანი გქონდეს და მეორეა, რმადენად შემსრულებელი ხარ ყოველივე ამის. ესენი არიან ადამიანენი, რომლებსაც პირადი ამბიციები აქვთ მოჭარბებული და ძალიან დიდი წარმოდგენები აქვთ საკუთარ თავებზე. თითოეულ მათგანს რომ ჰკითხო, ყველას უნდა პრემიერ-მინისტრობა, ყველა მზად არის, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ, მიაჩნიათ, რომ ლიდერები აარიან, ამ დროს ვხდავთ, რომ ნელნელა საქართველოში ოპოზიცია ჩამოყალიბდა ხელმოცარულ ადამიანთა გაერთიანებად. ვერ გამახსენებთ ერთ ფაქტს მაინც, რომ რაღაცა თქვეს და შეასრულეს. აქ არ არის საუბარი რამე [წინასაარჩევნო] საპროგრამო დაპირებაზე. თუნდაც აქციების დროს, წარმოიდგინეთ როგორი გაკოტრებულები არიან ადამიანები, რომ ვერ ადიოდნენ ტრიბუნაზე იშვიათი გამონაკლისების გარდა, რადგან ეშინოდათ, რომ ხალხი მათ მხარს არ დაუჭერდათ, ან ახალგაზრდების ნაწილი იმ წუთას დატოვებდა აქციას“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ასევე იხილეთ