top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი: ეს აქციები, ჩემი შეფასებით, ერთის მხრივ რეპეტიცია იყო არჩევნებისათვის და მეორეს მხრივ შესაძლოა იჩქარეს, ან დააჩქარეს უცხოეთიდან ვიღაც პატრონებმა იმის გამო, რომ იციან, ოპოზიცია არჩევნებში მომგები არ არის

„ეს აქციები [გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა], რაც ხდებოდა, ჩემი შეფასებით, ერთი მხრივ რეპეტიცია იყო არჩევნებისათვის და მეორე მხრივ, შესაძლოა, იჩქარეს, ან დააჩქარეს უცხოეთიდან ვიღაც პატრონებმა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამ აქციებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ოპოზიციის უნარი. ვხედავთ უცნაურ შემოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში. იგივე ლომჯარია არ არის რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, არ არის პოლიტიკური სუბიექტი ჯერჯერობით, მაგრამ მას აქვს ამის სურვილი. „ლელოს“, გახარიას პარტიას და „ახლების“ სამივე ლიდერს აქვს პრეტენზია, რომ მომავალში პრემიერ-მინისტრი იყოს. ვიცე-პრემიერობაზე არცერთია თანახმა. როგორ წარმოუდგენიათ მათ ამის გაკეთება?! ეს აქციები [გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა], რაც ხდებოდა, ჩემი შეფასებით, ერთი მხრივ რეპეტიცია იყო არჩევნებისათვის და მეორე მხრივ, შესაძლოა, იჩქარეს, ან დააჩქარეს უცხოეთიდან ვიღაც პატრონებმა იმის გამო, რომ იციან, ეს ხალხი [ოპოზიცია] არჩევნებში მომგები არ არის“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ასევე იხილეთ