top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი: მთავარი ჭიდილი მიდის მშვიდობასა და სტაბილურობას შორის, რასაც ძალიან აფასებენ დღევანდელი საზოგადოების წარმომადგენლები, მათთვის ეს მთავარი და უმთავრესი რამ არის

„რაც შეეხება თქვენს კითხვას – ოპოზიციის მხრიდან არჩევანის წინაშე დაყენებას, რუსეთი თუ ევროპა, ეს ყალბია. ეს არის ყალბი და ამ შემთხვევაში ყველაზე საშიში მომენტი შეიძლება იყოს ის, რომ პირიქით, ანტიდასავლური განწყობები შეიქმნას საქართველოში”, – ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ეს ნარატივი არ არის ცუდი ტაქტიკა, მაგრამ რამდენად იმუშავებს, ეს არის მეორე საკითხი და ამ შემთხვევაში არცთუ ისე მომგებიანი.

„ჩვენ რომ შევხედოთ რეალურად საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობის განწყობებს, დამერწმუნეთ, რომ არა მასმედია, ამას კრიტიკულად არ ვიძახი, რომ არა მასმედია, ნახევარზე მეტს, თუ მეტს არა, საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა. კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით, როგორ ცხოვრობენ. შესაძლოა პატარ-პატარა პრობლემები ჰქონდეთ საცობთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ, ისიც ვნახეთ, რომ საცობთან დაკავშირებით, რომელიც აქციებმა წარმოშვა, რამდენიმე ადამიანს ჰქონდა პროტესტი, მაგრამ მოტრიალდნენ და წავიდნენ თავიანთი გზით, სხვა გზით. რას ნიშნავს ეს, რომ პოლიტიკურად აჟიტირებულები არ არიან. ისინი პოლიტიკურად აჟიტირებულები ხდებიან არჩევნების დროს, ვინაიდან, შინაგანად იციან, ვის უნდა მისცენ ხმა. ვერავის ვერ გადავარწმუნებთ ჩვენ, თუ უნდა, რომ „ლელოს“ მისცეს ხმა, რომ „ლელოს“ არ მისცეს ხმა. ვერავის ვერ გადავარწმუნებთ ასევე გახარიას შემთხვევაში თუ მელიას შემთხვევა იქნება, თუ გვარამიას შემთხვევა, მაგრამ „ნაციონალებს“ თავისი კასტა ამომრჩევლების რეალურად ჰყავს. იგივე ჰყავს „ოცნებას“ და აი, აქ მიდის მთავარი ჭიდილი რაში, მთავარი ჭიდილი მიდის მშვიდობასა და სტაბილურობას შორის, რასაც ძალიან აფასებენ დღევანდელი საზოგადოების წარმომადგენლები, მათთვის ეს მთავარი და უმთავრესი რამ არის“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ ოპოზიცია აღნიშნულ თემას მოგონილს უწოდებს, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოს, ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, უნდა მიმოვიხედოთ როგორი მდგომარეობაა გარშემო.

„დავუშვათ ეს მოგონილი თემაა, გავიხედოთ რა ხდება უკრაინაში, გავიხედოთ რა ხდება იგივე ღაზას სექტორში, როგორი სიტუაციაა. მილიონობით ადამიანი იხოცება უკვე ისეთი მდგომარეობა გვაქვს. მაგალითად, უკრაინამ მიიღო 61 მილიარდი დოლარის დახმარება და ზელენსკი განწირული ხმით იძახის, რომ დროზე მიშველეთ, ხალხი არ მყოფნის. ელემენტარულად, წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაა. პატიმრების მობილიზაციის კანონს მოაწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ე. ი. უჭირს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რუსეთი აპრიორი იმარჯვებს ან უკრაინა აპრიორი მარცხდება, მაგრამ საშინელი სიტუაციაა და მოდით, შევხედოთ, რუსეთი რას აკეთებს. არსადაც არ ეჩქარება რეალურად, იმიტომ, რომ ეს ომი მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არ მიდის. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ მათ სტრატეგიას ომის დროს, მაინცდამაინც საზარბაზნე ხორცზე არავინ წუხს იქ. მათ სჯერათ რასაც აკეთებენ, კარგია თუ ცუდია, ვისაც უნდოდა რუსეთი უკვე დატოვა იმ პროტესტის გამო, დანარჩენებს მიაჩნიათ, რომ ეს რაღაც სამართლიანი ომია, მაგრამ წამით რომ გადავწიოთ ეს ომი, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ომი არ აწყობთ“, – განმარტა მან.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, მისი თქმით, დაძაბულობა კიდევ იქნება თუმცა, საბოლოო ჯამში ქვეყანა არჩევნებამდე მივა.

„ახლა აქციებთან დაკავშირებით მუხტი იკარგება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ერთ-ერთი მთავარი და მოდით, ასე ვთქვათ, დამაფიქრებელი ფაქტორი შეიძლება იყოს უცხოელების ზეწოლა, თუმცა აქაც შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა ველოდები ეს ყინული გალღვება ცოტა სხვანაირად, ვინაიდან, იმდენი პრობლემის წინაშე დგას თვითონ დასავლეთი, რომ არა მედიის წარმომადგენლების ჩაკითხვები, საქართველო საერთოდ ვერც გაახსენდებოდათ“, – განაცხადა მან.

ლევან ნიკოლეიშვილის თქმითვე, მეორე არის ის, რომ როგორც კი გაიშლება შეერთებულ შტატებში საარჩევნო მარათონი, საქართველოს მიმართ ეს დამოკიდებულება შეერთებული შტატების მხრიდან აუცილებლად შეიცვლება.

ასევე იხილეთ