top_leaderboard

„ატალანტა“ ევროპა ლიგის ჩემპიონია

ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს ბერგამოს „ატალანტა“ და ლევერკუზენის „ბაიერი“ დაუპირისპირდნენ – მატჩი დუბლინში, „ავივას“ სტადიონზე გაიმართა.

იტალიელებმა უპირატესობა უკვე მე-12 წუთზე მოიპოვეს, როდესაც გერმანელების კარი ადემოლა ლუკმენმა აიღო. მალევე, 26-ე წუთზე „ატალანტას“ ნიგერიელმა ლეგიონერმა დუბლი შეასრულა და „ლევერკუზენი“ ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო – 2:0

ალონსოს შეგირდებმა, რომლებსაც 2023/24 წლების სეზონში ერთი მატჩიც არ წაუგიათ, გასპერინის გუნდს ვერაფერი მოუხერხეს. გოლი კი ისევ „ატალანტამ“ და ისევ ადემოლა ლუკმანმა (75-ე წუთზე) გაიტანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

ასევე იხილეთ