left_sabechdi

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.

ამავე ცნობით, დაღუპულია სერგო გორნაკაშვილი.

მისი ინფორმაციით, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით დაიღუპა.

„ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა, საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი. დიდება მის გმირ სულს!“ – წერს ვანო ნადირაძე.

ასევე იხილეთ