left_sabechdi

კასპში, ლესელიძის ქუჩაზე, სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ქალაქ კასპში ლესელიძის ქუჩაზე დასასვენებელი სკვერის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში  მოეწყობა: დეკორატიული სავალი ბილიკები, გარეგანათება, გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორები,  საბავშვო გასართობი სივრცე და  გამწვანდება სკვერის ტერიტორია.

სკვერის მშენებლობა ლესელიძის ქუჩის მცხოვრებთა მომართვიანობის საფუძველზე მიმდინარეობს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას შპს „ჯითი“ ახორციელებს.

ასევე იხილეთ