საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის „ELLE“-ს უნგრული რედაქციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა თბილისის ტურისტული ადგილები მოინახულეს, გაეცნენ დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებს, ქართულ სამზარეულოსა და თანამედროვე მოდის ტრენდებს.
„ELLE“-ს უნგრული რედაქცია ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, მოდისა და კულტურის შესახებ ვრცელ სტატიას ამზადებს, რასაც გამოცემის მკითხველები გაეცნობიან როგორც „ELLE“-ს ვებ-გვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში.