ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ლევან კოღუაშვილის ფილმის, „მეოთხე ბრაიტონის” პრემიერას დაესწრო. ფილმი ნეაპოლის კინოთეატრ „მეტროპოლიტენში“ აჩვენეს.
უკვე რამდენიმე დღეა იტალიის სხვადასხვა ქალაქში ფილმის საპრემიერო ჩვენებები იმართება. კლუბ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კი, ნეაპოლში დაგეგმილ პრემიერას ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად დაესწრო.