left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ამ უსამართლო დამოკიდებულების მიზანია, საქართველოში მოხდეს ჯერ მაიდანიზაცია და შემდეგ უკრაინიზაცია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოში მდიდარი „ენჯეოების“ მიზანი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებაა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, უნდა დასრულდეს მავნე პრაქტიკა, როცა პოლიტიკური „ენჯეოსა“ და პარტიების სახეები არეულია.

„გვყავს მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც მოქალაქეთა ინტერესებს არ ემსახურებიან და ადამიანის უფლებების ადვოკატირებას არ ახორციელებენ. მათი მიზანი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებაა. ხშირ შემთხვევაში, ისინი უფრო რადიკალური არიან, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. ჩვენთან პოლიტიკური „ენჯეოები“ მოქმედებენ და ეს ადამიანები დემოკრატიის მნიშვნელოვან პრინციპებს ძირს უთხრიან. უნდა დასრულდეს მავნე პრაქტიკა, როცა არეულია პოლიტიკური „ენჯეოსა“ და პარტიების სახეები“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე განმარტებით, ფაქტია, რომ მეორე ფრონტის საფრთხეები რეალურია და საზოგადოება ხედავს უსამართლო დამოკიდებულებას, რომელიც საქართველოს მიმართ ცალკეული აქტორების მხრიდან არსებობს.

„ამ უსამართლო დამოკიდებულების მიზანია, საქართველოში მოხდეს ჯერ მაიდანიზაცია და შემდეგ უკრაინიზაცია. საქართველოს მიმართ რიტორიკა მძაფრდება იმის ფონზე, როცა ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ასევე ეკონომიკური განვითარება და პროგრესი. ამ ყველაფრის ფონზე უფრო მეტი იერიში მოიტანეს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე. ეს ყველაფერი ხდება, რათა საქართველო იყოს გათამაშება მეორე ფრონტის გახსნის მიმართულებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ