საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ირლანდიის ქალაქ დუბლინში ევროპა ლიგის ფინალის წინ გაიმართა – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად, 2026-2027 წელს გასამართი ევროტურნირების ფინალური მატჩების მასპინძელი ქალაქები დასახელდა.
მოგვიანებით ლევან კობიაშვილი, უეფა-ს აღმასკომის წევრებთან ერთად, დუბლინის „ავივას სთედიუმზე“ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო, რომელშიც „ატალანტამ“ „ლევერკუზენი“ 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად 2023 წლის 5 აპრილს ლისაბონში გამართულ კონგრესზე 40 ხმით აირჩიეს და პირველი ქართველია, რომელიც უეფა-ს აღმასკომში მუშაობს.