leaderboard_below_slide
left_sabechdi

CatalunyaRadio: „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი იქნება

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავი ერნანდესს მომდევნო სეზონიდან გერმანელი ჰანსი ფლიკი შეცვლის, – ინფორმაციას CatalunyaRadio ავრცელებს.

ფლიკი კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას რჩეული იყო და მხარეებს შორის მოლაპარაკება დიდხანს მიმდინარეობდა.

ხავი ერნანდესმა „ბარსელონადან“ წასვლა მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა, შემდეგ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე მაინც შეთანხმდნენ, თუმცა სეზონის ბოლოს ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო კლუბის ხელმძღვანელებმა ესპანელი სპეციალისტის გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს.

59 წლის ჰანსი ფლიკი 2006-2018 წლებში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2019 წელს მან მიუნხენის „ბაიერნი“ ჩაიბარა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. 2022 წელს გერმანიის ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ხელმძღვანელობდა, თუმცა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხა.

ასევე იხილეთ