leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: საფრანგეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც უცხოურ ჩარევას უდიდეს პრობლემად ხედავს ქვეყნის ინტერესების დაცვის პროცესში

„საფრანგეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც უცხოურ ჩარევას უდიდეს პრობლემად ხედავს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის პროცესში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების გაკიცხვა იგივე შინაარსის კანონის მიღების გამო სხვა არაფერია, თუ არა უთანასწორო მიდგომა.

„საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული კანონი ფარავს ყველა ქვეყანას გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა. ეს ზუსტად იმას უსვამს ხაზს, რომ უცხოური ჩარევის რისკები ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შეიძლება მოდიოდეს და ნებისმიერი რისკის შემთხვევაში ქვეყანას მზად უნდა ჰქონდეს სათანადო კანონმდებლობა. ამის ფონზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ლიდერების მხრიდან ჩვენი გაკიცხვა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით – ქართულ კანონზე რუსულის ძახილი, სხვა არაფერია თუ არა უთანასწორო მიდგომა და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აკნინებს საქართველოს ფუნქციას და როლს მსოფლიო პოლიტიკაში“, – განაცხადა წილოსანმა.

ასევე იხილეთ