leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძე გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ არგუმენტს ასახელებს და ესეც კი სპეკულაციების ნაწილი გახდა

„ირაკლი შოთაძეს ჯანმრთელობას ვუსურვებ, ეს ადამიანი გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ არგუმენტს ასახელებს და ესეც კი სპეკულაციების ნაწილი გახდა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი პროკურორის ასარჩევად საჭიროა საპროკურორო საბჭოს წარდგინება.

„ეს არის დამოუკიდებელი ორგანოს პრეროგატივა და ეს პროცედურები მათ უნდა დაიწყონ. ამ პროცედურების დაწყების შემდეგ პარლამენტს ჩართვა შეუძლია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს.

ასევე იხილეთ